logo
ENG



ხელისუფლება საზოგადოებას ახარისხებს - ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ტყის კანონზე

24 მაი 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება საზოგადოებას პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს, - ასე აფასებს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიებს საშუალება ექნებათ, რომ 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში მიიღონ.

ევანგელისტურ ეკლესიაში ამბობენ, რომ ხელისუფლება აგრძელებს მავნე პრაქტიკას, რაც გამოიხატება იმაში, რომ კვლავ პრივილეგირებულ ჯგუფად ტოვებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქვეყანაში სხვა კონფესიების არსებობს არ ითვალისწინებს.

„ეს არის ნონსენსი, როდესაც რელიგიური ორგანიზაცია შეიძლება გამოვიდეს ტყის დამცველად. რა თმა უნდა, რელიგიური ორგანიზაციის ფუნქციაში შედის ხედვების მიღება, გახსნების მიღება, სულიერი საკვების მიღება და არანაირად სხვა ფუნქცია. ეს არის მორიგი ის ურთიერთობა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ასევე თვით იმ ორგანიზაციას, რომელსაც ეს ტყეები გადაეცა. მათ უნდათ ჩვენ შეგვაჩვიონ, რომ სახელმწიფოში არსებობს ორი ტიპის ადამიანი - პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი, პირველ ხარისხოვანი მორწმუნე და მეორეხარისხოვანი მორწმუნე, პირველხარისხოვანი სასულიერო პირი და მეორეხარისხოვანი სასულიერო პირი“, - განაცხადა ზაალ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ტყის კოდექსში ცვლილებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა. კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში იქნება არაუმეტეს 20 ჰექტრისა


close დახურვა