logo
ENG



ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა

22 მაი 202015:47
3 წუთის საკითხავი
clock 1397
um1n1v9exisetgs.png

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს დამტკიცდა. 

კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა იქნება.

კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, სასულიერო პირები დადებითად აფასებენ

გარემოს დაცვის კომიტეტის მხარდაჭერილმა ცვლილებამ პროტესტი როგორც საზოგადოებაში, ისე არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკოსებში გამოიწვია. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონპროექტით საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს. 

მესამე სექტორის მტკიცებით, ამ კანონის მიღებით დაირღვევა თანასწორობის პრინციპი განსაკუთრებით სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. მათ შორის "ტოლერანტობისა და მრავლფეროვნების" კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული დისკრიმინაციული მიდგომაა და მართლმადიდებელ ეკლესიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

close დახურვა