პარლამენტის საგაზაფხულო სესია სირცხვილის კორიდორის ფონზე დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი მშვიდობიან გზით შეეცდებიან თავიანთი პროტესტის გამოხატვას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქციები გაგრძელდება.
"საზოგადოების აღშფთების ზრდის პარალელურად ხელისუფლება მორიგი სირაქლემას პოზიცია, თუმცა ვხედავთ რომ მათ შორის დასავლეთი როგორ შეშფოთებას გამოხატავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ცდილობს ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას",-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
"თავისუფალი დემორკატების" წევრი სანდრო ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ბრძოლაში დამარცხდება და უმჯესია, ეს თავის დროზე გააცნობიეროს.
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დეპუტატებს ვუთხრათ სირცხვილია საკუთარი ამომრჩევლის და საერთაშორისო მეგობრობის მოტყუება. სირცხვილია ავტორიტარული რეჟიმი და ქვეყნის სტატეგიული გავითარების ღერძიდან გადახვევა. რაც შეეხება დიალოგს, გაგრძელდება თუ არა, ისევ მათზეა დამოკიდებული. თუ წავლენ და წამოვლენ დათმობაზე, ეს მათთვისაა უკეთესი",-აცხადებს სანდო ბარამიძე.
პარტია "გირჩის" ლიდერის თქმით კი პროტესტი ყველა შემთხვევაში გაგრძელდება და ექნება მშვიდობიანი სახე.
"მოთხოვნა იგივეა, ანუ პროპორციული არჩევნები. გეგმა არის ის, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა როგორი იქნება ეს არავინ იცის. ნებიმსმიერ შემთხვევაში პროტესტის მშვიდობიანი ფორმა მისაღებია",-განმარტავს ზურა ჯაფარიძე.