logo
ENG



ხელისუფლების ქმედებები 1 წლის თავზეც სირცხვილია - 20 ივნისს აქცია გაიმართება

19 ივნ 202007:49
3 წუთის საკითხავი
 

1 წელი ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენებიდან - სამოქალაქო მოძრაობის წევრები 20 ივნისს პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ.

ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლების ქმედებები 1 წლის თავზეც სირცხვილია. პანდემიის გამო აქცია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის.

"იქნება ძალიან ლამაზი, მოკლე, მშვიდობიანი აქცია, სადაც კიდევ ერთხელ გავიხსენებთ სისხლიან ღამეს, როდესაც საბოლოოდ დაიბადა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არც ერთ ხელისუფლებას აღარ აპატიებს იგივეს. როგორც ჩანს, თავის მეორეხარისხოვნებიდან გამომდინარე, ამის კომპლექსი აქვს. როგორც შეიძლება 20 ივნისი მეორეხარისხოვანი გახდეს?! ეს არის გადმოგდებული მესიჯი, რომ 20 ივნისი არაფერს წარმოადგენს და უნდა თავისი თავისგან ჩამოირეცხოს", - განაცხადა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოყვა. შედეგად მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა, საპროტესტო აქცია კი ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტებიც. 


close დახურვა