logo
ENG



ხელმოცარულები ხართ-ხუნდაძე ჟურნალისტებს იპოდრომზე დასმულ კითხვაზე პასუხობს

01 ივლ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდში "ლაგუნა ვერესა" და იპოდრომის გაყიდვის საქმეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებად აფასებენ. დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს "ხელმოცარულები" უწოდა და განაცხადა, რომ ისინი კითხვებს „თითიდან გამოწოვილ“ საქმეებზე სვამენ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებისთვის მოიცალეთ თქვენ. მესმის, რომ უკვე სხვა საკითხებით აღარ კავდებით, იმიტომ რომ საარჩევნო კანონმდებლობაც პარლამენტში იქნება განხილული, საკონსტიტუციო ცვლილებაა მიღებული, ხელმოცარული ხართ სხვა თემებისგან და თქვენ ეძებთ თითიდან გამოწოვილ საკითხებს“,-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ "ლაგუნა ვერე" სესხის ასაღებად "ქართუ ბანკში" ჩადო. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება "ქართუ ბანკთან" შპს "ინვესტკაპიტალმა" გააფორმა.

 


close დახურვა