პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველმა პარტიამ წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნა. ქართული ოცნების ლიდერმა დოკუმენტს ზეპირი პოლიტიკური მითითებაც მიაყოლა, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართულ ოცნებას სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად საჭირო ხმები არა აქვს. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფრიდონ ინჯიას ფრაქციის გარდა, ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა უარი განაცხადა იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე.
ხელმოწერები პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის
11 სექ 202320:01
3 წუთის საკითხავი