წულუკიანის პოლიტიკის წინააღმდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის. გელათზე მომზადებული კრიტიკული ანგარიშის შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში კულტურის სამინისტრომ აუდიტი შეუშვა, დასკვნას კი გენინსპექციაში აგზავნის. მეცნიერები ცენტრში ანგარიშსწორებას და წულუკიანისთვის ჩვეულ რეორგანიზაციას ელოდებიან. უკვე განხორციელებულ რეორგანიზაციას და რეპრესიულ პოლიტიკას კი აპროტესტებს 200-ზე მეტი ხელოვანი და კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს.