ხელოვნების მუზეუმის შენობა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ნაგებობა უკვე ორ ნაწილადაა გაყოფილი, რამაც ეჭვები გააძლიერა.
აღმოჩნდება თუ არა ხელოვნების მუზეუმის ერთი ნაწილი ივანიშვილის პანორამა-თბილისის სივრცეში. შენობის გაყოფა საგანგაშო სიგნალად და გასხვისების წინაპირობად აღიქვა ხელოვნების დაცვის მიზნით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა.