იკვეთება თუ არა ხელოვნების მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინტერესები? პანორამა თბილისის გვერდით მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ წულუკიანის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა.
კერძო კომპანია, რომელმაც ეს დასკვნა დაწერა, იყენებს სიტყვა "არარენტაბელურს". ამასთან, არსებობს გეგმა, რომ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატები გაიტანონ და თანამშრომლებიც გაიყვანონ.