logo
ENG



ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

24 დეკ 202221:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/kix4a7rvc4f9rbe.jpg

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, დღეს დილით, ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

"ამ წუთებში გვყავს 55 დაჭრილი... და 10 დაღუპული ქალაქის ცენტრზე დარტყმის შედეგად. 18 დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილებს შორის არის 6 წლის ბავშვი", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. ხერსონის დაბომბვა დაგმო აშშ-ს ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერორისტი ქვეყანა აგრძელებს რუსული მშვიდობის მოტანას სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვის სახით. მისი თქმით, ეს არ არის ომი წესებით, არამედ ეს არის ტერორი და მკვლელობა დაშინებისა და კმაყოფილებისთვის.


close დახურვა