logo
ENG



ხერსონის ე.წ. ხელმძღვანელი: სამოქალაქო პირებისთვის რეგიონში შესვლა 7 დღით შეიზღუდება

19 ოქტ 202213:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/lovwny7vsin4riz.png

რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის 'ხელმძღვანელმა", ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში შესვლა სამოქალაქო პირებს 7 დღით ეზღუდებათ.

ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული ყველა ადმინისტრაციული ორგანო დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადადის.​

"არავინ გეგმავს ხერსონის უკრაინის ჯარებისთვის გადაცემას."- განაცხადა სალდომ

ხერსონში მაცხოვრებლების "ორგანიზებული მოძრაობა" დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, სადაც დროებითი განსახლების ობიექტებია განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მანამდე ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებდნენ 50-60 ათასი მოსახლის გადაყვანას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და რუსეთის რეგიონებში.

ასევე, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას გაუგზავნა SMS შეტყობინებები ხერსონის ორგანიზებულად დატოვების შესახებ და გაფრთხილება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ დაბომბვას საცხოვრებელ ადგილებში."

მოსალოდნელია, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა შესაძლოა ხერსონის წინააღმდეგ შეტევა განახორციელონ. უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" მიღების ვარიანტი არ შეიძლება გამოირიცხოს, რადგან მისივე შეფასებით ხერსონში მდგომარეობა "რთულია."


close დახურვა