logo
ENG



ხერსონის მერის მრჩევლის თქმით, ქალაქში წყლის, საკვებისა და წამლების დეფიციტია

12 ნოე 202219:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/pwz3htisc4nsgum.jpg
CNN

ხერსონის მერის მრჩეველი რომან გოლოვნია აცხადებს, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში არ არის საკმარისი წყალი, საკვები და წამლები. თუმცა მისი თქმით, ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების მანქანების შესვლა უკვე დაიწყო. 

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ კატასტროფას ეს ნამდვილად სირთულეა, რადგან ოკუპანტებმა და კოლაბორაციონისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობისთვის ეს ლოდინი, კვირობით ან შესაძლოა თვეობითაც, რაც შეიძლება გაერთულებინათ. და ახლა ქალაქში არის კრიტიკული დეფიციტი ძირითადად წყლის, რადგან წყლის მიწოდება ქალაქში პრაქტიკულად არ არსებობს

ახლა აქ არაა საკმარისი წამლები, არაა საკმარისი პური, რადგან ის არ ცხვება, არაა ელექტროენერგია. და ასევე არის საკვებთან დაკავშირებული პრობლემები. ვფიქრობ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება“ - განაცხადა გოლოვნიამ.

მისი თქმით, მიკოლაევში უკვე გროვდება ჰუმანიტარული ტვირთი და ქალაქში შემოსვლა უკვე დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებმა.

მერის მრჩევლის გამოთვლებით იქ ახლა დაახლოებით 70-80 ათასი ადამიანია ხერსონში, თუმცა სრულ მასშტაბიან შეჭრის დასაწყისში ქალაქში 320 000 ადამიანი ცხოვრობდა.


close დახურვა