![2022/11/09/31hx3vc4suaxni5.png](/uploads_script3/articles/2022/11/09/31hx3vc4suaxni5.png)
ხერსონში რუსეთის მიერ გუბერნატორის მოადგილედ დანიშნული კირილ სტრემუსოვი ავარიაში დაიღუპა.
რუსული სამთავრობო მედიის თქმით, რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სტრემუსოვი მოკლეს.
სტრემუსოვი ამ თანამდებობაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 თვის შემდეგ დანიშნეს. ის იყო რუსული ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომხრე და ცნობილი გახდა სოციალურ ქსელებში აგრესიული განცხადებებით.
მას უკრაინის პოლიცია ღალატისთვის ეძებდა.