logo
ENG



ხერსონში სამოქალაქო სამოსში გადაცმული რუსი სამხედროები რჩებიან - Sprotyv

11 ნოე 202216:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/ih3mx91nodk3i9y.jpg

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის (Sprotyv) თქმით, ხერსონში სამოქალაქო სამოსში გადაცმული რუსი სამხედროები რჩებიან და შესაძლოა, მათ ხერსონში შესული უკრაინის თავდაცვის ძალებისადმი "ადგილობრივების გმირული წინააღმდეგობის" სურათის შექმნა სცადონ.

"ჩვენი ინფორმაციით, ხალხი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი იარაღებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეამჩნიეს. ასევე რუსული უნიფორმები, ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები დამალულია სანაგვე ყუთებში.

რუსებმა შესაძლოა სცადონ დახატონ სურათი, რომ თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ებრძვის. სინამდვილეში კი ეს სამხედროები თვითმკვლელი, ვისაც სარდლობა „გაქცევის გზებს დაჰპირდა“. აფეთქებული ანტონოვსკის ხიდი ნამდვილად ერთ-ერთი ასეთი გზა იყო.“ - აცხადებს წინააღმდეგობის ცენტრი.

11 ნოემბერს გავრცელდა ხერსონთან ახლოს ანტონოვსკის დანგრეული ხიდის ფოტოები. ამ დრომდე არც უკრაინას და არც რუსეთს ხიდზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

9 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ხერსონში, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ხერსონში დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადადიოდნენ.

უკრაინამ გუშინ, 10 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსი სამხედროების ნაწილმა მართლაც დატოვა ხერსონი, თუმცა დანაყოფები ქალაქში კვლავ რჩებიან.

ასევე 10 ნოემბერს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დღის მანძილზე ქვეყნის სამხრეთში 41 დასახლება გაათავისუფლა.


close დახურვა