logo
ENG



ხერსონში უკრაინის რეგიონულმა და საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო

12 ნოე 202221:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/cgf4gsde27bo9x6.jpg

ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონსა და ხერსონის რეგიონში უკრაინის კანონიერმა რეგიონულმა და საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო.

ამის შესახებ იანუშევიჩმა პრეზიდენტი ზელენსკისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

იანუშევიჩის ცნობით, ადგილზე მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა პოლიციამაც გააგრძელა. 

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მითითებების შესაბამისად გაწვდით ინფორმაციას, ხერსონის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციები ქალაქში ჩამოვიდნენ და საკუთარი მოვალეობების შესრულება დაიწყეს, როგორც ქალაქი ხერსონის, ასევე ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციები.

ეროვნულმა პოლიციამ და უკრაინის უშიშროების სამსახურებმა ასევე დაიწყეს ვალდებულებების შესრულება. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ასრულებს შესაბამის განაღმვით სამუშაოებს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქალაქი ნორმალურ ყოფას დაუბრუნდეს“ - განაცხადა იანუშევიჩმა.

იანუშევიჩმა ასევე განაცხადა რომ ქალაქში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დღეიდან კომენდანტის საათი დაწესდება და განაღმვითი სამუშაოების გამო ქალაქში შესვლა და მისი დატოვება შეიზღუდება.


close დახურვა