logo
ENG



ხერხეულიძე: სააკაშვილი უკვე მეოთხე დღეა საქართველოშია

01 ოქტ 202121:32
3 წუთის საკითხავი
 
კადრი

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პარლამენტში, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე ოთხი დღეა საქართველოშია. მისივე თქმით, სააკაშვილი იყო არამხოლოდ ბათუმში, არამედ ქუთაისში, თბილისში და სხვა ლოკაციებზეც. 

"მათ გასაოცრად მიშა სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. ძალიან ახლოს, კანცელარიასთან იყო გუშინ. მაგრამ ეს ვერ მოეხერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს. დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თბილისში. უკვე მეოთხე დღეა ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია", - თქვა ხერხეულიძემ.

როგორც მან ფორმულას ეთერში თქვა, სააკაშვილი უკვე ორი დღეა თბილისშია. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა. 

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. 


close დახურვა