logo
ENG



ხვალ, 1-ელ თებერვალს თბილისის 17-მდე ქუჩასა და დასახლებას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

31 იან 202220:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/31/g24lnmuicjsl04v.jpg

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 1-ელ თებერვალს თბილისის 17-მდე ქუჩასა და დასახლებას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მონპერის, ლამბერტის, კასტელის, რაინეგსის, ტილკეს, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცინცაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და სოფელი ნატბეურების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


close დახურვა