კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 20 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება.
მათი ცნობით:
კრწანისის რაიონში
ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა კრწანისის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.
საბურთალოს რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელი მამის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.
ისნის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შირაქის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, შორაპნის, კოშკოვანის, ძევერის, ძეგლევის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.