logo
ENG



ხვალ, 25 იანვარს თბილისის 15-მდე ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

24 იან 202222:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/24/o1yei49b60zdi71.jpg

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 25 იანვარს, თბილისის 15-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, თრიალეთის, ჯავახეთის და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასმათის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას.


close დახურვა