logo
ENG



ხვალ, 28 იანვარს თბილისის 30 ქუჩასა და დასახლებას ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

27 იან 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/27/wue9qtiei6ovzl2.jpg

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 28 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის 30 ქუჩასა და დასახლებას დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გიორგიწმინდას (ნაწილობრივ), სოფელი გლადანის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, თამაზ ხვიტია, გაგრის, აფხაზეთის, ილორის და იოსებ ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


close დახურვა