logo
ENG



ხვალ გახდება ცნობილი რა რეგულაციებს შემოიღებს მთავრობა

08 აგვ 202118:20
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ გახდება ცნობილი რა რეგულაციებს შემოიღებს მთავრობა
ირაკლიიი ღარიბაშვილიი
საქართველოს მთავრობა

ხვალ გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც რეგულაციების გამკაცრებასა და კონტროლზე უნდა იმსჯელონ. 

როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვებს არ გეგმავს, თუმცა გარკვეული რეგულაციების შემოღებაზე ფიქრობენ. 

"შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. თუმცა ამის თაობაზე ხვალ რეკომენდაციებს მოვისმენ. მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს. ძირითადი საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ ზოგადად მოსახლეობას გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, მარტივი რეგულაციით - როგორიც არის პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა ან თუ ასეთი მოხდება, ეს უნდა მოხდეს პსრ ტესტით მაგალითად. ხვალამდე მოგვეცით დრო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა