logo
ENG



ხვალ თბილისის 31 ქუჩასა და დასახლებას ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

16 ივლ 202219:33
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის 31 ქუჩასა და დასახლებას ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ - 17 ივლისს, თბილისის 31 მისამართს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებსა და დასახლებებს:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, ილია ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხიზაბავრის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ახმეტელის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ქსოვრელის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, მექანიზაციის, თმოგვის, ქართლის, გურამიშვილის, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.  


close დახურვა