logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება

31 აგვ 202322:54
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაობის ჩატარების გამო, ხვალ, 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება.

მათი ცნობით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის  მასივის I, VI კვარტლების, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და თევდორე  მღვდლის ქუჩის მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, სამგორი-II დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის    ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და საქნავთობის დასახლების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, სადგურის, ჯაფარიძის, ორთაჭალის, კრწანისის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის,  გმირ კურსანტთა და ბატონიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კოჯრის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე   მეურნეობის, დავით მგელაძის, შერვაშიძის, ძმები ხერხეულიძეების, ხუდადოვის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ჟორდანიას და კვარაცხელიას ქუჩების მოსახლეობას.  


close დახურვა