კომპანია თელასის ცნობით, ხვალ, 13 თებერვალს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება.
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება თბილისის შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს და დიდუბის რაიონები - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომის II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, ირაკლი გამრეკელის, დავით გამრეკელის, საბურთალოს, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ცაგარელის, საირმის, ტაშკენტის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის, ლეოპოლდ ბილფელდის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) და ზურაბ საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი დანელიას ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, კოსტავას, და მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქერჩის, ნიკო კეცხოველის და ვლადიმერ ნანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.