პროდასავლურ კოალიციებთან ერთად ქუჩაში იდგება გიორგი გახარიას პარტიაც. ის მოქალაქეებს დილის 9 საათზე პარლამენტთან გასვლისკენ მოუწოდებს. პირველად სხდომას არ დაესწრება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. შეზღუდვებია დაწესებული მედიისთვის, ჟურნალისტთა ნაწილისთვის პარლამენტის კარი დაიკეტება. დიდი ალბათობით ხვალ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი მივა, ცესკოს შედეგების თანახმად, ის პარლამენტის წევრადაა არჩეული.
ხვალ პარლამენტის პირველი სხდომაა
24 ნოე 202420:02
3 წუთის საკითხავი