logo
ENG



ხვალ საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა

07 სექ 202119:43
3 წუთის საკითხავი
clock 621
2021/09/07/uvmrzi0v8io9a12.jpeg

საქართველოს 8-9 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება პრემიერემინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა