სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც უკვე გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის.
ფაშინიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოებას.
ფაშინიანმა საქართველოსა და თურქეთში პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"სიამოვნებით გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზა ახლა გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის.
ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის", - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
