ღირსების არჩევნებს უწოდებს ოპოზიცია ხვალინდელ დღეს. ქართული ოცნება ბათუმში გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ადგილისთვის იბრძვის. საზოგადოებას ახსოვს ფარული ჩანაწერი - დეპუტატზე ზეწოლას ახდენდნენ. ფუტკარაძე მალევე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გადასაბირებლად მისულ პირებთან მძიმე საუბარი ჰქონდა. გამოძიებას შედეგი ამ დრომდე არ აქვს.