logo
ENG



ხვალიდან, 17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლა

16 თებ 202119:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/yt9ws6xzhtj217z.jpg

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, ხვალიდან, 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება. 

კერძოდ, ხვალიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 თებერვალს, 00:00 საათიდან ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.

ასევე, უწყებიც ცნობითვე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. მომხმარებლები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.

სერვისების მიწოდება განახლდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.


close დახურვა