ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში საგანგებო რეჟიმის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერის თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვირის ბოლომდე შეეხება თბილისსა და რუსთავსაც.
„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა გახარიამ.