logo
ENG



ხვალიდან დაკარგული ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

22 ივლ 202000:20
3 წუთის საკითხავი
 
k7ixg6jn7wn40b2.jpg

ხვალიდან დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას ითხოვს თამარ ბაჩალიაშვილის დედაც.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ქვემო ფონიჭალაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა აქცია გამართეს. ოჯახის წევრები გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალაშვილს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.  სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზე ერთდროულად თეთრიწყაროს ორ სოფელში მიმდინარეობს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 


close დახურვა