8 ივნისს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება შემდეგი საქმიანობები:
- დახურული კაფებ-ბარები და რესტორნები მუშაობას დაიწყებენ;
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში იხსნება სასტუმროები;
- ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები;
- აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა, თუმცა ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ პირბადით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნის გეგმა პრემიერმინისტრმა საზოგადოებას 27 მაისს გააცნო. შეზღუდვების გარკვეული ნაწილი უკვე მოხსნილია.