ხვალინდელ აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.
მათი თქმით, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, 20:00 საათზე კი პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.
"ილიაუნის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისის 20:00 საათზე ევროპული მომავლისთვის დაგეგმილ აქციას!
შევიკრიბოთ ფილარმონიასთან 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პარლამენტთან!
ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და უსაფრთხო გარემო, რომელიც საფრთხეშია! რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ ახლა თავისუფალი სამყარო საფრთხეშია, საქართველომ რუსეთის სისხლისმღვრელი პოლიტიკა ბევრჯერ გამოსცადა სწორედ ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ნება, რომელიც ემყარება მშვიდობას ევროპულ ოჯახთან ერთად!" - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე განცხადება გაავრცელეს თბილსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.
აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.