ხვალინდელ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჯიპას გარდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.
სტუდენტები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 20:00 საათზე პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.
"20 ივნისს 19:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პარლამენტთან!
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას! საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია! შინ ევროპისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.
აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.