საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიცირებულია და რუსეთის ჩემპიონატის შემდეგი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
მიზეზი მიმდინარე სეზონში მიღებული მე-4 ყვითელი ბარათია, რომელიც ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგაში მიიღო. რუბინი როსტოვთან გასვლით მატჩში 1:5 დამარცხდა, კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, აღნიშნული ბარათი 56-ე წუთზე მიიღო.
რუბინს რუსეთის პრემიერლიგაში 14 ტურიშ შემდეგ 19 ქულა აქვს და 8-ე ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ქართველი დავდამსხმელის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიცირებულია
09 ნოე 202116:13
3 წუთის საკითხავი