logo
ENG



ხვიჩია: ელისაშვილი მზადაა, მარტო შევიდეს პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციასთან გარეთ

20 იან 202117:10
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: ელისაშვილი მზადაა, მარტო შევიდეს პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციასთან გარეთ

გირჩის წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, მთავარი განსხვავება მათსა და ალეკო ელისაშვილს შორის არის ერთი ფაქტი: ელისაშვილი შევა პარლამენტში, გირჩი კი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ დარჩება.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, მოსაზრება, რომ ელისაშვილის პარტია გირჩის მთავარი პარტნიორია, არასწორია, რადგან თუ საქმე არჩევაზე მივა, გირჩი ნაციონალურ მოძრაობას აირჩევს.

"მცდელობა, რომ ალეკო ელისაშვილი ჩემს ერთადერთ პარტნიორად გამოაცხადოთ, არ გამოვა, თუ ერთი პარტნიორი უნდა ავირჩიო, ასეთი არ არის ელისაშვილი, ასეთი არის ნაციონალური მოძრაობა. ელისაშვილი აპირებს, მარტოც შევიდეს სპარლამენტში, მთავარი გამიჯვნა ჩვენს შორის იქნება ეს ფაქტი - ის იქნება პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ის ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა:

"ზედმეტი იყო იმ ყველაფრის იმ ფორმით თქმა და გამოხატვა, რასაც ელისაშვილი ფიქრობდა ხაზარაძეზე, ეს არ გამოიყურებოდა კარგად და არ იყო სამართლიანი ხაზარაძის წინაშე. ელისაშვილთან ერთად მუშაობას იმ ნაწილში, რომელიც ჩვენ ჩაფიქრებული გვქონდა: მისვლა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საუბარი, არ გამოვა, იმიტომ, რომ ამ პარტიებმა ელისაშვილთან საუბარზე უარი თქვეს", - აღნიშნა ხვიჩიამ.

გუშინ, 19 იანვარს რუსთავი 2-ის ეთერში ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და მოქალაქეების დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


close დახურვა