"სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით", - ასე პასუხობს გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ნინო ლომჯარიას შეთავაზებას, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
"დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, 10 წელი "ქოცებს" ვუყუროთ და არჩევნები არ ჩავატაროთ? რაც შეეხება შენიშვნებს, რომ პოლიტიკოსები ზრდიან ინფიცირების რისკს, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ნაცვლად "კარდაკარის" კამპანიისა ჩვენ მოვიფიქრეთ მოვიფიქრეთ "ზუმდაზუმ" კამპანია, სადაც ადამიანებს ზუმპლატფორმის მეშვეობით ველაპარაკებით", - ამბობს ხვიჩია.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.