საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კორონავირუსის გადატანის შემდეგ facebook-ზე წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც შესაბამის გამოკვლევებს იტარებს.
თინა ხიდაშელმა Covid-19 რამდენიმე თვის წინ რთულ ფორმებში გადაიტანა, დასჭირდა ჰოსპიტალიზაციაც, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მედიკოსების პროგნოზი დამაიმედებელია.
„კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად. მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა", - წერს ხიდაშელი პირად გვერდზე.