logo
ENG



ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის

15 ნოე 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/15/w0pm1lmshi6xl35.jpg

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც ხიდაშელის მიერ ფორმულასთვის მოწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.

"დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.

გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმბდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; ასევე გახდება მეწილე სხვა ქართული კომპანიაც.

ხიდაშელმა ასევე განაცხადა: თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია შეიძლება, გადახედილიყო. მიზეზად უწყებამ ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელა.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.


close დახურვა