logo
ENG



ხიდაშელი ზურაბიშვილის განცხადებაზე: როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს, სპეციფიური ამბავი სჭირს

11 დეკ 201923:14
3 წუთის საკითხავი
 
2227qugokqi893l.jpg

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ისაუბრა, როდესაც მთავარსარდალმა განაცხადა, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს.

ხიდაშელის თქმით სალომე ზურაბიშვილისგან მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის, ვინაიდან მისი თქმით, ზურაბიშვილისგან საქართველოს ჯარზე მსგავსი განცხადება პირველი არ ყოფილა.

„ეს არის მოლოდინი რომელიც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაქვს, როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს, სპეციფიური ამბავი სჭირს მას თავდაცვაზე, ქართულ ჯარზე, ჩვენს თავდაცვის უნარიანობაზე, ესეთი აგრესიული სპეციფიურად და ფოკუსირებულად არცერთი სხვა მიმართულებით არ არის როგორც ქვეყნის თავდაცვიანობის უნარიანობას რომ ეხება საქმე“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.


close დახურვა