ხმაური ავჭალაში - ამ წუთებში ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებსაც ადგილობრივები მათი სახლების დანგრევის საშუალებას არ აძლევენ. კერძო სახლების აშენება მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა მერია მისი კანონიერებით მხოლოდ ახლა დაინტერესდა და ადგილზე სპეცტექნიკით მივიდა.
როგორც "ფორმულას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მერია არ აკეთებს განმარტებას, თუ რა დარღვევებზეა საუბარი და რატომ გადაწყდა ნახევრად აშენებული სახლების დანგრევა.