ხმაური გლდანის აგრარულ ბაზართან - სამართალდამცველები თვითნებურად გამოსულ მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. მოვაჭრეებს ადგილის დატოვება არ სურთ. ისინი აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ გლდანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობის განახლების ნებართვა ვერ მოიპოვა და მოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია თვითნებურად დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედ აგრარულ ბაზრებს მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ, თუმცა მოგვიანებით, ბაზრების ნაწილმა ნებართვის მოპოვება სანიტარული ნორმების დაკმაყოფილების შემდეგ შეძლო.