logo
ENG



ხმაური გორის საკრებულოში - დეპუტატები რაზმაძისგან კირბალზე განცხადებისთვის ბოდიშს ითხოვენ

10 ნოე 202313:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/d67c7tf99xdyfr5.jpg

გორის საკრებულოში ხმაური იყო. მათ საკრებულოს თავმჯდომარისგან, დავით რაზმაძისგან კირბალზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს მოხდა მოითხოვეს, რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვეს. 

საკრებულოს წევრმა ენმ-დან, ანა ბალიაშვილმა რაზმაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა. 

"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ქართული ოცნებიდან არ უკადრიათ ისეთი განცხადების გაკეთება, როგორიც თქვენ გააკეთეთ. ჩემი აზრით, თქვენი, კარგ შემთხვევაში გაუაზრებელი და ცუდ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადება შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ თამაზ გინტურის ხსოვნას, არამედ თითოეული იმ ასეულობით მოქალაქის შიდა ქართლიდან, ვინც ერთხელ მაინც გატაცებული ყოფილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ და ერთხელ მაინც არის ნამყოფი ცხინვალის იზოლატორში. ჩემი აზრით და მე გულწრფელად გირჩევთ, თქვენივე რეპუტაციის გამო საზოგადოებას გაუკეთოთ განცხადება და მოუხადოთ ბოდიში თქვენივე გაკეთებული განცხადების გამო", - თქვა მან. 

რაზმაძის აზრით, "ბოდიში მოსახდელი არ აქვს" და მისი განცხადების შინაარსი იყო ის, რომ "სამართალდამცავ ორგანოებს უნდა დავუჯეროთ".

"მე ვიძახი, რომ იმ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, იმ მხეცს უნდა მოვერიდოთ, უნდა დავუჯეროთ სამართალდამცავ ორგანოებს, უნდა დავუჯეროთ პოლიციას [...] რა გინდათ, თქვათ, ე.ი. უნდა დაიხოცონ ქართველები და გაწყდნენ, ეს არის ნაციონალური მოძრაობის აზრი, რომ რაც მეტი ქართველი დაიხოცება, ეს არის ნაციონალური მოძრაობის აზრი, აი, ეგ უნდა", - ამბობს ის. 

***

გუშინ გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო "უსაფრთხოების ზომებს იცავს" და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადგილობრივებს ბრალს დებს, რომ ისინი ამას "არ ექვემდებარებიან".

"რამდენი დალევენ, იქ გადავიდნენ, იქეიფონ, არ შეიძლება", - თქვა მან. 


close დახურვა