ხმაური საკრებულოებში რუსული კანონის გამო. დაპირისპირება იყო ოზურგეთში. ოპოზიციონერს ქართულმა ოცნებამ აზრის გამოთქმის უფლება არ მისცა, ამის შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხდომა დატოვეს. ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოფინა. თელავში კი საკრებულოში დაპირებისამებრ მანდატი დატოვა ქართული ოცნების წევრმა ლევან ბერძენაშვილმა.