ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
კამათი ოპოზიციონერი დეპუტატის დავით მჟავანაძის მიერ გაზიარებულ ამბავს მოჰყვა, რომლის კომენტარებშიც მჟავანაძე ეჭვქვეშ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ქეთი ვასაძის ატესტატის ნამდვილობას აყენებდა.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. მასალა გურიის ტელევიზიამ მოგვაწოდა.