logo
ENG



ხმაური დამწვარ ბაზრობაზე-მოვაჭრებსა და გამგებელს შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოხდა

16 ივნ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

დამწვარი ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მივიდა. მასსა და ერთ-ერთ დაზარალებულს შორის სიტყვიერი დაპირსპრიება მოხდა. დაზარალებულებმა ხელიზუფლების წარმომადგენელს დაპირებული დახმარებები შეახსენეს.

„ისე არ დაგვტოვებთ უპატონოდ, როგორც სამას ლარებში არ დაგვტოვეთ უპატრონოდ, ისიც დახმარება იყო“, - მიმართა დაზარალებულმა სამხარაძეს. 

სამგორის რაიონის გამგებლის თქმით, მოვაჭრეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემდეგ შეეძლებათ ადგილზე შესვლა.

„ზარალზე საუბარი ნაადრევია. ვაორგანიზებთ ახლა, რომ მოვაჭრეებს შეეძლოთ რიგ-რიგობით მათი უსაფრთხოების დაცვით შიგნით შესვლა და დათვალიერება. როცა მოგვეცემა საშუალება, შევუშვებთ მოვაჭრეებს და მერე დავიწყებთ ზარალის დათვლას“, - განაცხადა სამხარაძემ.

ამავე თემაზე: „ფორმულამ“ დამწვარი ბაზრობის ტერიტორიიდან ექსკლუზიური ფოტო-ვიდეო მასალა მოიპოვა.

 


close დახურვა