ხმაური იყო ცოტა ხნის წინ კლინიკა გორმედში, პაციენტები ამბობენ რომ ექიმთან შესახვედრად საათობით უწევთ ლოდინი, რასაც არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ. ხმაური კლინიკაში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ ტელეფონით გადაღების მცდელობას მოჰყვა. ფორმულას ადგილზე კლინიკის დაცვის სამსახურმა მუშაობის საშუალება არ მისცა. კლინიკის პრესსამსახურში კი აცხადებენ რომ პაციენტებს 5 რეგისტრატორი ემსახურება და კლინიკაში შექმნილ რიგებს მოქალაქეების მაღალ ნაკადს უკავშირებენ.
ხმაური კლინიკა გორმედში — პაციენტები არასწორ მენეჯმენტს აპროტესტებენ
05 ივნ 202315:48
3 წუთის საკითხავი