რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებლის გაძევება სცადეს. მანამდე ადგილზე გიორგი კაპანაძე და ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობიხიძე მივიდნენ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ადგილზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ხდებოდა.
კაპანაძეს პოლიციამ საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ის საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ინფორმაციას ჯერჯერობით არ გვიდასტურებენ.