logo
ENG



ხობში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი დაჭრა

14 აპრ 202114:30
3 წუთის საკითხავი
 
ხობში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი დანით დაჭრა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.

 
 

close დახურვა