logo
ENG



ხობში სპორტსმენებმა პოლიციელებს სცემეს

26 ივლ 202117:21
3 წუთის საკითხავი
 

ხობში, პოლიციის თანამშრომლებს სპორტსმენები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სპორტსმენებთან განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარზე დაკავებულია 4 ადამიანი. მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ბერძულ-რომაული სახეობის ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია, რომელსაც  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებული 4 პირიდან ორ მათგანთან მიმართებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მიმდინარეობს.

 ხოლო დანარჩენ ორზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით დაიწყო. 


close დახურვა